Sunday, February 17, 2013

                                    2006 წლის 23 აპრილი.აღდგომა.ხანძთა (თურქეთი)


წარმოუდგენლად გავოცდი,
სიხარულით სისხლი ამიყუჩდა,
რა ვისმინე ჰარმონია ხმათა
სასწაულით სული შემეხუთა!
ტირილი ძეგლთა ისმინენენ ცათა!
დ ა  კვლავ ზეიმობს აღდგომას ხანძთა!
 შეაჟრჟოლა,შეაზაზარა და გაანედლა სული ძალთა
ტირილი ძეგლთა  ისმინენ მართლა!
სავსე სევდით და     სიამაყ ით,
იმედით,სასოთ 400  წელი
სულდგმულობს ხანძთა!
23 აპრილს,აღდგომა დილას
ლიტანიობს.ლოცულობს ჩუმად
ბებერი ხანძთა!ოხ,სასწაული!
ტირილი ძეგლთა ისმინენ ცათა!
2006წ 25,04ლ.ჭ.


Saturday, February 16, 2013

                    ბავშვი

ბავშვი   უმანკო და უცოდველი
ბავშვი სიცოცხლე ჩაუქრობელი
სათნოებაა,სიკეთე
ღმერთის წყალობა პირველი
მიზანი ჩვენი არსობის
ბავშვი გვირგვინი კაცობის
ჰიმნი დედობის ქალობის!
1995.7.02.ლ.ჭ.

Thursday, February 14, 2013

"ქართული ენა ყველა ენის დასაბამია" ასტრალური ეზოთერია
ჩვენ გვამკობს ენა რომელსაც ოდითგან ჰქვია ქართული
ხუცურ-მხედრული ანბანი,ასომთავრული ხატული
მრავალჭირგადანახადი" -ასოთა ენა ქართული
ერისა განძი ძვირფასი უმდიდრესი და  მხატვრული
ქართული ქართველის გულში ჩახლართულ-ამოხლართული
 უზენაესის ენაა, ულამაზესი მართული
ქების და   დიდების ღირსი ,ბრძენთა ენაა ასხმული,
საიდუმლოთა დამტევი უფაქიზესი ნატრული
ბერი ზოსიმეს ნაქები,ლაზარეს ჰქვია ქართული
შოთას,საბას და ილიას ,გალაქტიონის ქართული
ბედი,რწმენაა   ქართველის,"ენაა სულის ყვავილი"
1996წ.20.01ლ.ჭ



Tuesday, February 12, 2013

                     ტირილი ძეგლთა
თურქეთის ტერიტორიაზე 5 0-მდე ხუროთმოძღვრული ძეგლია შემორჩენილი
                        კმარა,ოხ კმარა!
ძეგლები ძველი ნაშენი რწმენით,
იმედით,ღმერთით
და ერის შეკვრით,
ოპიზა, ტაო,ბანა, ხახული,
ექექი,ოშკი,შატბერდი,ურთა,
იშხანი,ანჩა,მელი და ისი,
კალმახი,სვეტი,გოგუბა,ბერთა,
შავშეთი ძველი,იქ   ერუშეთი,
ოკდამი კლდეზე,ყველი და ხანძთა,
წერეთის ციხე,ჯაყის ციხე,
წყაროსთავი და ფექარშენი,
ფანასკერტი  და სოლომონწყალა,
დგანან    და სდუმან
ცრემლები სდიან ,ჭრილობა სტანჯავთ,
ოხ არტანუჯი ,ოხ არტანუჯი,
ბაგრატ სიმაგრე   და ძველი ბურჯი!
გათათრებულან იქ ძველი გურჯნი.
მაღლა ართვინი,კინეპოსი,
სურბეჩი,ბანა.სდუმან  და დგანან.
ელიან   ზარსა!
აღდგომას ხანძთას!
იქნება მართლა?!
გვჯერა, იმედით!
ჩვენ გვჯერა!
კმარა ,ოხ,კმარა კმარა
ტირილი ძეგლთა ისმინონ ცათა!!
1998წ, ლ.ჭ.

Wednesday, January 2, 2013

სვეტიცხოველი!
 ვით პატარძალი
 ნ აზი, საამო ,
უმანკო,წმინდა
და სასურველი
სვეტიცხოველი
ცხოველი ველი!
ეს წმინდა ძეგლი
ზესწრაფვა  მწველი
 სვეტიცსოველი!
ტაძარი ჩვენი!
სიმაგრე ძველი !
რწმენაა გენის!
წმინდა გიორგი
კოპალა ჩვენი
წმინდა ნინო და
მირიან  ქველი.
იქ არსაკიძის
მარჯვენა ხელი!
და მასთან ერთად
ყველა ქართველი!
სვეტიცხოველი!
ეს ხვლიკისფერი ტაძარი
        ღმერთის,
სვეტიცხოველი ქვის ჰარმონია!
ქართველი ერის,
ქართული გონის,
ქართული სულის
გადამრჩენელი
 და აღმდგენელი
სვეტიცხოველი ,უმანკო,
მწველი და  გონთა ველი!

1996.5.10.ლ.ჭ.





ორონიკოსმა ჟამთა სვლა იწყო
სიბრძნით,ჭკუით  და გონებით
ო, გველის წელი გვესტუმრა
გასაკვირველი   ფერებით
სიკეთით, სიბრძნით,სიუხვით
და  სიყვარულის ოდებით.
ორსახოვანმა ღვთაებამ
ბრძანა შეწყვეტა ომების
ო,გველის წელი  გვესტუმრა
ტანმოხატული  ,ზმორებით

           2013წ.2.01.ლ.ჭ.