"ქართული ენა ყველა ენის დასაბამია" ასტრალური ეზოთერია
ჩვენ გვამკობს ენა რომელსაც ოდითგან ჰქვია ქართული
ხუცურ-მხედრული ანბანი,ასომთავრული ხატული
მრავალჭირგადანახადი" -ასოთა ენა ქართული
ერისა განძი ძვირფასი უმდიდრესი და მხატვრული
ქართული ქართველის გულში ჩახლართულ-ამოხლართული
უზენაესის ენაა, ულამაზესი მართული
ქების და დიდების ღირსი ,ბრძენთა ენაა ასხმული,
საიდუმლოთა დამტევი უფაქიზესი ნატრული
ბერი ზოსიმეს ნაქები,ლაზარეს ჰქვია ქართული
შოთას,საბას და ილიას ,გალაქტიონის ქართული
ბედი,რწმენაა ქართველის,"ენაა სულის ყვავილი"
1996წ.20.01ლ.ჭ
No comments:
Post a Comment