Tuesday, February 12, 2013

                     ტირილი ძეგლთა
თურქეთის ტერიტორიაზე 5 0-მდე ხუროთმოძღვრული ძეგლია შემორჩენილი
                        კმარა,ოხ კმარა!
ძეგლები ძველი ნაშენი რწმენით,
იმედით,ღმერთით
და ერის შეკვრით,
ოპიზა, ტაო,ბანა, ხახული,
ექექი,ოშკი,შატბერდი,ურთა,
იშხანი,ანჩა,მელი და ისი,
კალმახი,სვეტი,გოგუბა,ბერთა,
შავშეთი ძველი,იქ   ერუშეთი,
ოკდამი კლდეზე,ყველი და ხანძთა,
წერეთის ციხე,ჯაყის ციხე,
წყაროსთავი და ფექარშენი,
ფანასკერტი  და სოლომონწყალა,
დგანან    და სდუმან
ცრემლები სდიან ,ჭრილობა სტანჯავთ,
ოხ არტანუჯი ,ოხ არტანუჯი,
ბაგრატ სიმაგრე   და ძველი ბურჯი!
გათათრებულან იქ ძველი გურჯნი.
მაღლა ართვინი,კინეპოსი,
სურბეჩი,ბანა.სდუმან  და დგანან.
ელიან   ზარსა!
აღდგომას ხანძთას!
იქნება მართლა?!
გვჯერა, იმედით!
ჩვენ გვჯერა!
კმარა ,ოხ,კმარა კმარა
ტირილი ძეგლთა ისმინონ ცათა!!
1998წ, ლ.ჭ.

No comments:

Post a Comment